მარტოხელა მამამ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო
1754650962
მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში. ადგილზე მუშაობა ღამითვე დაიწყეს მერიის შესაბამისმა კომისიამ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ზარალის დადგენის შემდეგ ის კოჯაევის ოჯახს სრულად აუნაზღაურდება.
დმანისის მერი ამბობს იმასაც, რომ მუნიციპალიტეტში მიწისძვრის შემდეგ, ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა, პრობლემა დროულად მოგვარდა.
შეგახსენებთ, მიწისძვრა საქართველოში გუშინ ღამით მოხდა, სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა და ეპიცენტრი სოფელ სამებასთან მდებარეობდა.