რა ეღირება ხვალ დოლარი - ნახეთ, ვალუტის განახლებული კურსი

laris kursi

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა.

სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.95 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა.

1.45-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3299 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.22 თეთრი გახდა.