რა (არ) უნდა გააკეთოთ გულის შეტევის დროს – გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

 გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც ადამიანებს გულის შეტევის ამოცნობასა და მასთან გამკლავებაში დაეხმარება.

„რა უნდა გააკეთოთ და რა არა – გულის შეტევის დროს. მოდი ამ ყველაფერს უკეთესად აგიხსნით. გულის შეტევა, ეს არის მიუკარდიუმის ინფარქტი, ამ დროს ჩვენი გულის კუნთი საკმარის სისხლს ვერ იღებს. ამ დროს ადამიანს გულის არეში აქვს მოჭერის და ძლიერი ზეწოლის შეგრძნება. 

ეს ტკივილი არ იცვლება არც ჩასუნთქვით და არც მოძრაობით. გულის შეტევის დროს ასევე ვითარდება ქოშინი. ადამიანს ჰაერი არ ჰყოფნის. არ დაელოდოთ ტკივილის გასვლას და დარეკეთ სასწრაფოში. ამ დროს სწრაფად მოქმედება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ დროს უნდა დამშვიდდეთ და წამოწვეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაიტვირთოთ მოქმედებით. წამოწექით და მუხლები მოხარეთ. ასე გულს სისხლი ნაკლებად მიაწვება. ინფარქტის შემთხვევაში ხშირად სასწრაფოს მოსვლამდე ჩაღეჭავენ ხოლმე ასპირინს. ეს სწორია, თუმცა სახიფათოა თუ ადამიანს ასპირინზე ალერგია აქვს. მნიშვნელოვანია, რომ თუ გაქვთ სიმპტომები არ დაიწყოთ ფიქრი და დარეკოთ 112-ში“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.