ყაჩაღობა თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე - რა დეტალებია ცნობილი

ლენტა

თბილისში, კარტოზიას ქუჩაზე, ყაჩაღობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა.

ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.