„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
ნაძალადევში, სამშობიარო სახლთან მომხდარი ავარიის დროს, დაღუპული 56 წლის ქალია, მიმი კაზალიკაშვილი.
„საოცარი ადამიანი იყო, უკვე დაკრძალეს...“ - ამბობს მეზობელი.
შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია.