1773233930
პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც - თამარ იოსელიანი Heritage Foundation-ის შეფასებაზე
Heritage Foundation-ის შეფასებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა.
თამარ იოსელიანის განცხადებით, პროგრესი ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც აისახება, რაც ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად.
"Heritage Foundation-ის შეფასებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები, მარეგულირებელი გარემოსე ეფექტიანობის გაზრდის მიზნით და შენარჩუნდა ღია ბაზრის პოლიტიკა დაბალ საგადასახადო განაკვეთთან ერთად.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს პროგრესი პირდაპირ აისახება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორზეც, სადაც თავისუფალი ვაჭრობა, ეფექტიანი რეგულაციები და სტაბილური ფისკალური პოლიტიკა ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ფუნქციის გასაძლიერებლად", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ცნობისთვის, Heritage Foundation-ის ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69.6 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
ეკონომიკის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის და NATO-ს წევრ 16 სახელმწიფოს.
კახეთში 8 თვის ორსული გარდაიცვალა
1773219700











