ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
მომღერალ გია სურამელაშვილის ყოფილ მეუღლეზე ამ დრომდე ბევრი არაფერი იყო ცნობილი.
მაია სურამელაშვილი-კვესელავა უკვე წლებია ემიგრანტია და ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლის ჩაწერა აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა მოახერხა.
მაია სურამელაშვილი-კვესელავა ინტერვიუში ამბობს, რომ გიასთან დაშორების შემდეგ აღარასდროს უფიქრია ვინმე სხვასთან დაეკავშირებინა ცხოვრება.
„რომ ვთქვა თაყვანისმცემლები არ მყავდა-თქო მოგატყუებთ. მაგრამ არა, მეორედ შეცდომას კიდევ ვეღარ დავუშვებ. ისე კარგად ვგრძნობ თავს, ჩემი თავის უფროსი ვარ. ალბათ შეჩვევაც არის. ეჩვევი ასეთ ცხოვრებას, ამდენი წელი, რომ ასე ხარ, უკვე ვიღაცასთან ერთად ცხოვრება რთულია“, - ამბობს მაია სურამელაშვილი-კვესელავა.