„ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს ჩვენი დაკარგული მოქალაქის ძიების პროცესი“ - საქართველოს ელჩი თურქეთში

გიორგი ჯანჯღავა

თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა სტიქიის ეპიცენტრში არსებულ ვითარებაზე კომენტარს აკეთებს.

მინდა ერთი სამწუხარო ინფორმაცია დაგიდასტუროთ, საქართველოს მოქალაქის ცხედარი ერთ-ერთ ქალაქში იპოვეს. ჩვენ ოჯახს უკვე დავუკავშირდით, მათ ამის შესახებ იციან. კონსული ჩართულია გადასვენების პროცესის მოგვარებაში.

ზოგადად, სურათი უცვლელია, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მძიმე ლოკაცია. აქედან ორ ლოკაციაზე ჩვენი მოქალაქის ძიების პროცესი მიმდინარეობს. 

გუშინ ღამე შემოსული ზარებიდან, არც ერთი ყოფილა ისეთი, რომ გვეფიქრა, მოქალაქე დაკარგულია და თურქებთან ერთად მისი მოძიების ოპერაციის ჩატარება დაგვეწყო.

ჩვენი მაშველები აგრძელებენ მუშაობას. მათ ჩამოსვლას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ასევე, დღეს დილით, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ინფორმაცია, ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით, მყისიერად გავრცელდა.“ - განაცხადა ელჩმა.