ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ომიკრონის ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება და სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს დადებითი შემთხვევების 60%-მდე ე.წ. „ომიკრონის“ დადასტურებული შემთხვევები იქნება.
„1009 არის დადასტურებული, მაგრამ ჩვენ უკვე ლაბორატორიებს მივეცით მითითება, რომ შერჩევითად გამოგზავნონ საეჭვო შემთხვევები. დაახლოებით აგზავნიან საერთო შემთხვევების 10%-დან 20%-მდე. იმდენად მაღალია საეჭვო შემთხვევების რაოდენობა და ის მერყეობს უკვე იმ ნიშნებით, რომ ჩვენ ეჭვი მიგვაქვს შეიძლება თუ არა ეს იყოს „ომიკრონი“, ამ ტიპის შემთხვევების რაოდენობა ლაბორატორიულად საერთო დიაგნოსტირებულებში უკვე 60%-ს ასცდა. ცირკულაციაში „ომიკრონის“ რაოდენობა უკვე 45%-დან რასაც ვამბობდით, ზემოთ მიდის და ალბათ ამ კვირის ბოლოს, ჩვენი გათვლებით, ის იქნება 60%-მდე მთლიანად დადებითი შემთხვევების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „ომიკრონის“ 1009 დადასტურებული შემთხვევიდან დეტალურად შესწავლილია 777 შემთხვევა, აქედან 16% არის რეინფიცირების.
„სადღაც 16%-ის ფარგლებში გვაქვს რეინფიცირება. 16%-ს რომ გეუბნებით, ესენი დადასტურებული შემთხვევებია. 16% რომ არის ლაბორატორიულად დადასტურებული, იქიდან ეპიდემიოლოგიურად რომ შეისწავლეს ყველა 1009 არ არის შესწავლილი, შესწავლილი 777 შემთხვევა დეტალურად და ამ ეტაპზე აქედან 16% არის რეინფიცირება“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.