ოჯახის თითოეული ბავშვი მიიღებს 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას - ნახეთ ვის შეეხება ეს სიახლე

დახმარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 200 ლარი გახდება.

ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული დახმარება სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვისთვის გათვალისწინებული, სადაც განგვიცხადეს, რომ დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის ქულა 120 ათას არ აღემატებოდა 150-ლარიან დახმარებას იღებდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

მთავარი სიახლეები