ნახეთ ფაკულტეტები, სადაც უფასოდ სწავლა შეგიძლიათ

studentebi

2023 – 2024 სასწავლო წლისთვის სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები (ე.წ. უფასო ფაკულტეტები) უკვე დამტკიცდა და დღეს, 15 აგვისტოს გამოქვეყნდა.

მინისტრის მოადგილის ბრძანება 2023 – 2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე ორ დანართს აერთიანებს, სადაც სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამებია მოცემული.

EDU.ARIS.GE – გთავაზობთ ე.წ უფასო ფაკულტეტებს უნივერსიტეტების მიხედვით:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ქართული ფილოლოგია; ისტორია; არქეოლოგია; ფილოსოფია; დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა; მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია; ეკონომიკა.

სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი:

მშენებლობა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; აგრარული ტექნოლოგიები; სასურსათო ტექნოლოგია; სატყეო საქმე; აგროინჟინერია; მეცხოველეობა; აგრონომია; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; ქიმია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; გეოლოგია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; მევენახეობა და ენოლოგია; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ციფრული სატელეკომუნიკაციო სისტემები; ტრანსპორტი; სამოქალაქო ინჟინერია.

სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ქართული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); არქეოლოგია; ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (I-VI კლასები) ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგიტრო პროგრამა; მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა; არქიტექტურა; ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა), სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა).

სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი:

ქართული ენა და ლიტერატურა; არქეოლოგია; ისტორია; მათემატიკა; ბიოლოგია; ეკონომიკა; მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება); ელექტრული ინჟინერია; მშენებლობა; აგრონომია; სასურსათო პროდუქტთა ტექნოლოგია და ექსპერტიზა; ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში; საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა; გერმანული ენა და ლიტერატურა; ფრანგული ენა და ლიტერატურა; ქიმია; ეკოლოგია; გეოგრაფია; გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები); სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა; საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვა და ტექნიკური ექსპერტიზა; გამოყენებითი დიზაინი; ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები; გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია. წაიკითხეთ სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: „გამომყვები ცოლად?...“ - ხელის თხოვნა ქართულად თურქულ სერიალში - ნანუკასა და ჰალილის შთამბეჭდავი სცენა

VIDEO: ვრცელდება ბიჭის ვიდეო, რომელიც სკუტერის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა

VIDEO: „მივალ, მივყვები გზას... თავადაც არ ვიცი, რას ვფიქრობ, რას...“ - ვრცელდება სალომე ხეთაგურის უცნობი ვიდეო

„მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ...“ - რას წერს სოფი და გიორგი ყარალაშვილების ახლობელი პრეზიდენტზე

ჩემი ვაჟის დედა იაპონელია... ქალიშვილზე ამხელა ამაგი არ მაქვს, ის ჩემს ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობს... - ტოჩინოშინი ახალ ცხოვრებაზე

„გუშინდელი ახალთმვარეობის შემდეგ დღევანდელი დღეც საკმაოდ რთული იქნება“ - ასტროლოგის გაფრთხილება