მიხეილ სააკაშვილს 14 დასახელების დიაგნოზი აქვს, აქედან 9 არის ძალიან მძიმე - ეკა ხერხეულიძე

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქმეში ბრიტანელი ექსპერტი ჩაერთო. ფსიქიატრი კორნელიუს კატონა ამ წუთებში კლინიკა „ვივა მედიში“ იმყოფება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ეკატერინე ხერხეულიძის განცხადებით, სააკაშვილს 14 დიაგნოზი აქვს, საიდანაც 9 არის ძალიან მძიმე.

„რაც შეეხება მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არის უცვლელი, ჩემს თვალწინ ახლა ადამიანმა, აი დამშვიდობების წინ, გაიზომა ტემპერატურა და აქვს 37.7. ზოგადი სისუსტე არის ისევ სახეზე. ყოველ ნახვაზე ასევე ვატყობ იმას, რომ წინა ნახვის შემდეგ არის კიდევ უფრო დაკლებული წონაში. 14 დასახელების დიაგნოზი აქვს ადამიანს, აქედან 9 არის ძალიან მძიმე, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას, იმისთვის, რომ ადამიანი ამ პირობებში არ შეიძლება იყოს," - ამბობს ხერხეულიძე.