შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
მეუფე სტეფანეს განცხადებით, ჩაინიშნება თუ არა წმინდა სინოდის სხდომა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.
„წინასწარ არ ვსაუბრობთ თემებზე და ალბათ იქნება ჭყონდიდის ეპარქიის საკითხებიც”,-განაცხადა მეუფემ.
ხოლო, რაც შეეხება განკვეთილი სასულიერო პირების ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნების საკითხს, როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, ეს მათ სინანულსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
„თუ რეალური სინანული იქნება, მერე ბევრი რამე შეიძლება მოვიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით", - ამბობს მეუფე.
შეგახსენებთ,მეუფე სტეფანემ ეპარქიიდან რამდენიმე სასულიერო პირი განკვეთა.