რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
ვაჟთა გუნდი „მძლევარი“ ტრიუმფალური გამარჯვებით ბრუნდება პოლონეთიდან თბილისში.
გუნდმა მონაწილეობა მიიღო საკონკურსო ფესტივალში Gaude Cantem და განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია.
ფესტივალში მონაწილე 28 გუნდს შორის, გუნდი „მძლევარი“ დაჯილდოვდა პირველი ადგილითა და ოქროს დიპლომით - კამერული გუნდების კატეგორიაში, ოქროს დიპლომით - ერთგვაროვანი გუნდების კატეგორიაში და სპეციალური პრიზითა და დიპლომით - ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.
საკონკურსო დღეების შემდეგ, უკვე ხვალ, ბიჭები გლივიცესა და ზაბჟეს ეწვევიან, სადაც ჩაატარებენ სოლო კონცერტს.
აღსანიშნავია, რომ გუნდის კახა ონაშვილი პოლონეთში მიწვეულია ქართული ხალხული პოლიფონიის მასტერკლასების ჩასატარებლად.
გამარჯვებული გუნდი თბილისში 22 ოქტომბერს დაბრუნდება.
