„მას მერე ბუნდოვნად მახსოვს ყველაფერი“ - როგორ შეიტყვეს მშობლებმა ნიკოს მკვლელობის შესახებ

ნიკო კვარაცხელია

მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე  ჰყვება, თუ როგორ შეიტყო შვილის ჩაცხრილვის და შემდეგ უკვე მისი გარდაცვალების შესახებ.

„იმ საბედისწერო დღეს 15 სექტემბერს, ნიკოს მშობლებმა გავუგზავნეთ სათვალე. მომივიდა მესიჯი, რომ ნიკომ მიიღო სათვალე… მე და ჩემი მეუღლე ველით ნიკოს ფოტოს, როგორ მოიხდენს სათვალეს და ნიკო არ გვიგზავნის ფოტოს.

ჩავრთეთ ტელევიზორი, დაიწყო საინფორმაციო გამოშვება და არასოდეს დამავიწყდება საინფორმაციო, სადაც წამყვანმა თქვა, რომ ვერაზე 18 წლის ახალგაზრდა ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს… ეს იყო შოკი… შემდეგ გავიგეთ, რომ ნიკო საავადმყოფოში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მას მერე ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები… მე მეორე დღესვე ჩამოვფრინდი და გზაში უკვე დადგა ის ფაქტი, რაც დადგა. მას მერე არის ურთულესი თვეები და დღეები, რასაც ოჯახი ნიკოს დანაკლისით განვიცდით“, – იხსენებს ნიკო კვარაცხელიას დედა „ფორმულას“ ერთ-ერთ გადაცემაში.