მას ჰყავს პირადი ექიმი. ამ შემთხვევაში, კლინიკა "ვივამედი" უზრუნველყოფს მის სადიაგნოსტიკო თუ შემდგომში სამკურნალო პროცედურებს მხოლოდ ინფრასტრუქტურულად - ზურაბ ჩხაიძე ელენე ხოშტარიაზე

ზურაბ ჩხაიძე

ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედში" მისმა მკურნალმა ექიმმა მოინახულა. როგორც მედიკოსმა განმარტა, "დროას" ლიდერის კლინიკური მდგომარეობა შეცვლილი არ არის. მისივე განცხადებით, კონკრეტული კვლევების შედეგების განხილვა კონსილიუმზე მოხდება - ამის შემდეგ კი გადაწყდება რადიოლოგიური კვლევების საკითხიც.

როგორც სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" სამედიცინო დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, "ვივამედი" ელენე ხოშტარიას სადიაგნოსტიკო პროცედურებს მხოლოდ ინფრასტრუქტურულად უზრუნველყოფს, სამკურნალო და დიაგნოსტიკურ პროცედურებს კი მისი პირადი ექიმები უზრუნველყოფენ.

"მას ჰყავს პირადი ექიმი. ამ შემთხვევაში, კლინიკა "ვივამედი" უზრუნველყოფს მის სადიაგნოსტიკო თუ შემდგომში სამკურნალო პროცედურებს მხოლოდ ინფრასტრუქტურულად. სამკურნალო პროცესს, დიაგნოსტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ მისი პირადი ექიმები", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.