სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ფართის ჩხრეკისას, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დასაფასოებლად საჭირო ნივთები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.