„შემთხვევით ბუხარში ბენზინი შეასხა...“ - ამბროლაურში არასრულწლოვანს გლოვობენ
1770061926
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ავთანდილ ფარულავას სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაენგრა.
მერიის ცნობით, ადგილზე შესაბამისი კომისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
დაზარალებულ პირს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია „სტიქიით დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ ფულად დახმარებას გაუწევს.
ავთანდილ ფარულავა, ამჟამად, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.