სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო
1716041280
ინტენსიურად თოვს აჭარის მთიან ზონებში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა.
ხულოს მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა მთლიანად შეწყვეტილია ბათუმი-ახალციხის საავტომობილო მაგისტრალის სოფელ პაქსაძეებიდან კურორტ გოდერძამდე მონაკვეთზე.
სოფლის ცენტრებიდან დაბასთან დამაკავშირებელ გზებზე კი გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.
აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებებში.
სამუშაოებში ჩართულია 80 ერთეული მძიმე ტექნიკა.