რა სიმპტომები ახასიათებს დენგეს ვირუსს, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა
1779913441
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, დავითგარეჯის მამათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - შიო მესამე პარაკლისს დღის მეორე ნახევარში აღავლენს.
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.