ლარი გამყარდა - რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს დღეს

ლარი და დოლარი

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მაისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა.

კურსი, რომელიც 27 მაისს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1095 ლარია.