იტალიაში, ავტოსაგზაო შემთხვევას 32 წლის ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა
1779950845
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებებს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის ეროვნულმა დირექტორმა, თეა ბარბაქაძემ მოაწერეს.
ხელშეკრულებები არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს.
როგორც ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, კავკასიის ბუნების ფონდი სახელმწიფოს საიმედო პარტნიორია. ფონდის მრავალწლიანი და თანმიმდევრული მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერებაში, დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციების ეფექტიან ფუნქციონირებაში, ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში.
პროექტის მიზანს დაცული ლანდშაფტების ეფექტიანი მართვის მხარდაჭერა, ბიომრავალფეროვნების დაცვის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკოსისტემების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
შეხვედრას დაცული ლანდშაფტების ადმინისტრაციის და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.