ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა
1779957519
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
ლევან ხარაბაძემ სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებისგან საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაცია მოისმინა და თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა უწყების მომავალი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით გასატარებელ ეფექტიან ღონისძიებებს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსი ასევე ადგილზე გაეცნო დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და სამუშაო სივრცეების გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს. ლევან ხარაბაძის განცხადებით, თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სტრუქტურული დანაყოფების ინფრასტრუქტურის განახლება სამსახურისთვის პრიორიტეტულია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.