ქალი, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა კლინიკაში გარდაიცვალა
1779957519
პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით საუბრისას, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი ამბობს, რომ გივი მიქანაძე ამომწურავად უპასუხებს თითოეულ შეკითხვას.
როგორც ცნობილია, ფრაქციამ "საქართველოსთვის" მინისტრს 44 შეკითხვა გაუგზავნა. მოსმენა სწორედ მათი ინიციატივით შედგება.
„კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" 44 კითხვის დასმას აპირებს. დარწმუნებული ვარ, გივი მიქანაძე ამომწურავ პასუხებს გასცემს თითოეულ კითხვას. ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს რეფორმა არის ძალიან წარმატებული, ისტორიული, ჩვენი შვილების უკეთესი მომავალია და, შესაბამისად, ყველაფერ კარგზე, რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს, ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს - ეს არ იქნება გამონაკლისი შემთხვევა. შესაბამისად, მომზადებული აქვთ 44 კითხვა და 2 საათის განმავლობაში უნდა დაუსვან მინისტრს. დარწმუნებული ვარ, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს აბსოლუტურად ყველა კითხვას, არცერთ კითხვას არ დატოვებს პასუხგაუცემელს და კიდევ ერთხელ დაანახებს ამ პოპულისტების სახეს ქართველ ხალხს," - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.