ამ მედიკამენტის მიღება იწვევს ფეხების სპაზმს - გიორგი ღოღობერიძის მნიშვნელოვანი რჩევა

გიორგი ღოღობერიძე

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო რჩევას გვიზიარებს, რომელიც კუჭის დამცავ მედიკამენტებს ეხება.

„კუჭის დამცავები იწვევენ ფეხის სპაზმს. ადამიანები ხშირ შემთხვევაში კუჭის დამცავებს სვამენ. საშუალება, რომელიც კუჭში მჟავიანობას აქვეითებს. ამ მედიკამენტებს სხვადასხვა სახელებით ვიცნობთ. ეს საშუალებები იწვევს კუნთების სპაზმს.  თუ ადამიანი მათ იღებს თვეების განმავლობაში მაშინ ქვეითდება ორ-ვალენტიანი მეტალების შეწოვა, როგორიცაა მაგნიუმი და კალიუმი. ამ დროს ვითარდება ქვემო კიდურების სპაზმი. თუ ეს სიმპტომები გაქვს, ე.ი.  ამ მეტალების ნაკლებობაა და მათი მარაგი უნდა შეივსო“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.