მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე კონკურსის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე კონკურსის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებზე გაიმართა.

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ კახეთის რეგიონში არსებული დაცული ტერიტორიების ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჭაჭუნას, მარიამჯვრის, თუშეთისა და ბაწარა-ბაბანეურის მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის. მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები თემაზე „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“.

პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ მიზანია ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცოდნის ამაღლება და ბუნების დაცვის პროცესში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღის ფარგლებში, ასევე გაიმართება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საქართველოს ეროვნული გეგმის (NAP) პროექტის გახსნითი ღონისძიება, დედაენის ბაღში ჩატარდება მრავალფეროვანი შემეცნებით-გასართობი აქტივობები და პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ ფარგლებში კი საუკეთესო პედაგოგები დაჯილდოვდებიან.