1780555563
„უფალო, გვაპოვნინე...“ - ცნობილია ახალგაზრდა კაცის ვინაობა, რომელსაც მტკვარში ამ დრომდე ეძებენ
მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილსა და მის 36 წლის მძღოლს მეორე დღეა ეძებენ. ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ - სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ასზე მეტი მაშველია ჩართული.
კაცი, რომელსაც ეძებენ, 36 წლის რაჟდენ ჩინჩალაძეა. ის ჭიათურიდან, სოფელ ითხვისიდანაა წარმოშობით და თბილისში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა.
„ვაიმე, ნეტა ეს არ გამეგო, რაჟო, შვილო, გაგვანადგურე ყველა...“; „უფალო, გვაპოვნინე...“, - წერენ სოციალურ ქსელში კაცის ახლობლები.
ცნობისთვის, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მანქანა მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი უკნიდან ძლიერი შეჯახება იყო.











