„ქორწილში ცეკვის დროს გული გაუჩერდა...“ - ბარბარე ბეჭვაიას მეგობრები გლოვობენ
1752396040
„დედის ემიგრაციაში წასვლა, თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრავმაა?“ – ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ემოციური გამოდგა მარიამ შენგელიასთვის, რომელიც გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო.
მომღერალი ამბობს, რომ ეს მისი ცხოვრების უდიდესი ტრავმაა.
„დედამ რომ გამაჩინა იყო 17 წლის, ძალიან პატარა. თითქმის ერთად გავიზარდეთ, ახლა ბებია ჩემთვის დედასავით არის.
დედის წასვლა იყო ძალიან რთული, მეგონა ნახევარი გამომეცალა. თავიდან რომ წავიდა ვერც ველაპარაკებოდი იმდენად რთული იყო ეს ჩემთვის… ცუდად გავხდი, დღემდე რთულია.
პროტესტი მქონდა მის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით, თუმცა დედას ეს არ ვაგრძნობინე… ემიგრაციაში წასული ადამიანები არიან უძლიერესები…“ – ამბობს მომღერალი.