"მამა ნიკოლოზ, ზურამ საუბარი დაიწყო" - მამა ნიკოლოზის რეაქცია მრევლის ნათქვამზე

mama nikolozi

მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი ბოლო ორი დღეა მრევლს ეჩვენება. მდუმარებაში მყოფი სასულიერო პირი სადარბაზოშიც გავიდა და აივნიდანაც გადმოიხედა, თან სუნამო გადმოაპკურა.

როგორც იცით, მის კართან მრევლი 24 საათიანი რეჟიმით დაუღალავად ელოდება მოძღვრის გამოსვლას და დალოცვას. არავინ იცის, მამა ნიკოლოზი როდის ინებებს კარის გაღებას და გამოხედვას.

და როგორც მისი ფეისბუქ გვერდებიდან ვიგებთ, მამა ნიკოლოზ მაქარაშვილი თავის მრევლს დაენახა. 26-27 მარტს მან კარი გააღო და სანთლები ტრადიციულად ღიმილით დაარიგა.

26 მარტს კი ფეისბუ ქგვერდზე - "წმინდა მამა ნიკოლოზის მრევლი" გავრცელდა ვიდეო, სადაც მამა ნიკოლოზს მრევლიდან ქალბატონი სთხოვს სანთელს ბიჭუნასთვის, რომელიც არ მეტყველებდა და სასულიერო პირის კართან დგომის შემდეგ, ალაპარაკდა.

"მამა ნიკოლოზ, ზურამ საუბარი დაიწყო და შეიძლება ერთი სანთელი წავუღო?"

ქალბატონი ჰყვება, რომ რვა წლის ზურას 12 ოპერაცია აქვს გაკეთებული და ის ახლა ამეტყველდა. როგორც ვიდეოში ჩანს, მამა ნიკოლოზმა მას სანთლების შეკვრა მისცა. 

მამა გაბრიელი თავის სულიერ შვილს, ბერ ნიკოლოზს ეუბნებოდა: "ნიკოლოზ, შენ სიგიჟესაც დაგაბრალებენ, მრუშობასაც, ხიბლში ყოფნასაც, მაგრამ ბერის ხვედრი ესაა და მოითმინეო. ტრუბაში გაგაძვრენენ, ნიკოლოზო." 

ბერმა ნიკოლოზ მაქარაშვილმა მამა გაბრიელის მორჩილებაში სამი წელი გაატარა.

მამა გაბრიელის ფოტოებში მის გვერდით მჯდომი შავ წვერიანი ახალგაზრდა ბერი, სწორედ მამა ნიკოლოზია, ერის კაცობაში ნარიმან მაქარაშვილი.

"მე თუ მკითხავთ" - გვეუბნება მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მალხაზ ჯინორია, "ვინ არის ბერი ნიკოლოზი - სალოსი, დიდი მამა თუ თვითმარქვია, გეტყოდით: 99 პროცენტით დიდი მამაა. წინასწარმეტყველებიდან ნამდვილად ვიცი, რომ ბოლოს მართალი აღმოჩნდება. მას მამა გაბრიელი გამოიყვანს.