რა უძღოდა წინ ხელვაჩაურში ავარიას, რომელსაც 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
1790623862
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, უშიკისა და ჰაკონეს რეგიონებს ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქართული მხარე რეგიონული ტურიზმის განვითარების მიმართულებით იაპონიის გამოცდილებას გაეცნო. შეხვედრებისას ასევე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
იაპონიის რეგიონებში ვიზიტის ორგანიზატორი იაპონიაში საქართველოს საელჩო იყო. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.