მადლობა ყველას...სასამართლომ უფლება მომცა, ბებიასთან ერთად გავემგზავრო - 12 წლის ქართველი ვუნდერკინდი

ცოტნე ზედგინიძე

12 წლის ვუნდერკინდი კომპოზიტორი, ცოტნე ზედგინიძე სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. ის ბებიასთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრებას შეძლებს.

„ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში ამომიდგა. სასამართლომ მომცა უფლება მე და ჩემი პედაგოგი - ბებია, გავმგზავრებულიყავით აუდის საზაფხულო კონცერტებზე და ვერბიეს ფესტივალზე. დღესვე უნდა დაიწყოს ჩემი ნაწარმოების რეპეტიციები ორკესტრთან ერთად! ეს დიდი საჩუქარია ჩემთვის. ყველას დიდი მადლობა ამისთვის, დიდი პატივისცემით, ცოტნე.“ - წერს მოზარდი.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ბიჭს დედა გარდაეცვალა, მისი გაზრდა ბებიამ და მამამ განაგრძეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

ნახეთ დეტალურად: პეტრე მამრაძის ოჯახის წევრს სასამართლოში უჩივიან - ვინ და რატომ ითხოვს შემაკავებელ ორდერს