მადლობა, მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს - ბერდია ჯოხაძის და

ბერდია ჯოხაძე

უკრაინაში გარდაცვლილი მებრძოლის, ბერდია ჯოხაძის და სოციალურ ქსელში მომხდარის შესახებ წერს.

ბელა ჯოხაძის თქმით, მისი ძმა მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა. 

„ჩემი ძმა, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.

19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან - 20:00 საათამდე. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს“, - წერს ბელა ჯოხაძე.