ხვალ თბილისში რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება - დეტალურად

 საავტომობილო მოძრაობა

თბი­ლი­სის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, შოთა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, 15 ნო­ემ­ბრის 00:00 სა­ა­თი­დან 16 ნო­ემ­ბრის 00:00 სა­ა­თამ­დე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო მოძ­რა­ო­ბა სრუ­ლად შე­ი­ზღუ­დე­ბა თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძის ქუ­ჩის ასახ­ვევ­ში და ასე­ვე, მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე - თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძის კვე­თი­დან მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩამ­დე მო­ნაკ­ვეთ­ში.

რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ში ას­ფალ­ტის სა­ფა­რის ზედა ფე­ნე­ბი იგე­ბა.

რო­გორც თბი­ლი­სის მე­რია გან­მარ­ტავს, შე­ზღუდ­ვის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტო­მო­ბი­ლებს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ ძმე­ბი კა­კა­ბა­ძე­ე­ბის ქუ­ჩის გა­მო­ყე­ნე­ბით.
"შე­ზღუდ­ვის დროს, ერთი დღით შე­იც­ვლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მარ­შრუ­ტე­ბიც.

კერ­ძოდ, ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N301, N305, N306, N308, N309, N310, N314, N326, N331, N337, N342, N344, N345, N352, N358, N388 და N397 და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი: N472,N 532, N540 და N541 მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩას გმირ­თა მო­ედ­ნი­სა და მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს გავ­ლით და­უ­კავ­შირ­დე­ბი­ან, სა­ი­და­ნაც მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბას ჩვე­უ­ლი მარ­შრუ­ტით გა­ნაგ­რძო­ბენ.
 
აგ­რეთ­ვე, მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი - N408 და N420 თა­მარ ჭო­ვე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რას მე­რაბ კოს­ტა­ვას ქუ­ჩი­დან ია­კობ ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე ას­ვლით და შემ­დგომ პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რის გავ­ლით შეძ­ლე­ბენ.

თბი­ლი­სის მე­რია ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო!“- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ამას­თა­ნა­ვე, ხვალ 0:00 სა­ა­თი­დან 06:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში, სა­ა­ხალ­წლო ილუ­მი­ნა­ცი­ე­ბის მონ­ტა­ჟის გამო, ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზირ­ზე ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით შე­ი­ზღუ­დე­ბა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბის­თვის, მი­თი­თე­ბულ პე­რი­ოდ­ში ქე­თე­ვან დე­დოფ­ლის გამ­ზირ­ზე გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი სრუ­ლად ჩა­ი­კე­ტე­ბა. უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ობი­ექ­ტი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი საგ­ზაო-გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბით.

შპს „თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" ბო­დიშს გიხ­დით შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის­თვის!“ - ნათ­ქვა­მია მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

✕