იტალიაში ქართველი ემიგრანტი დაიკარგა

გულო

იტალიაში, პისტოიაში ქართველი ემიგრანტი, გულო მარგველაშვილი დაიკარგა. ოჯახის წევრები მას 5 დღეა ვერ უკავშირდებიან.

დაკარგული ქალის შვილის მიმართვას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

„მოგესალმებით! თუ ვინმე იმყოფებით პისტოიაში, იქნებ იცნობდეთ გულო მარგველაშვილს. 2 ივლისის შემდეგ ვერ უკავშირდება ოჯახი. გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 327 7512894 მაცაცო შვილის ტელ. ნომერი. +995 599 130 170. გულო შენზე ვლოცულობთ ლოცვა მთებს დაძრავს", - აღნიშნულია მიმართვაში.