Instagram-ს ახალი ფუნქცია ემატება

instagram

ალბათ, ყველას ერთხელ მაინც გვქონია ისეთი მომენტი, როდესაც ინსტაგრამზე ე.წ. სთორის ატვირთვის შემდეგ შეგვიმჩნევია შეცდომა, არასწორად დაწერილი სიტყვა ან ისეთი დეტალი, რომლის შეცვლაც გვინდოდა. აქამდე ერთადერთი გამოსავალი მისი წაშლა და თავიდან გამოქვეყნება იყო. თუმცა, ეს ყველაფერი მალე შეიცვლება.

სულ მალე მომხმარებლები ინსტაგრამზე სთორის რედაქტირებას მისი წაშლის გარეშეც შეძელებენ. კომპანიის განცხადებით, ცვლილების შესატანად მათ 15 წუთი ექნებათ.

ახალი ფუნქცია ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი.

ე.წ. სთორები აპლიკაციას ათი წლის წინ დაემატა. ის ფოტო ან მცირე ხანგრძლივობის ვიდეოა, რომელსაც მომხმარებელი საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ის 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. 

✕