ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება - რომელ რეგიონებშია ნავარაუდევი ამინდის გაუარესება
1760941316
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელდირექტორ ბექა ურუშაძესთან, ქუთაისის მერთან დავითერემეიშვილთან და ხელოვნებათმცოდნეებთან ერთადქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
შეხვედრის მიზანი იყო ნიუპორტისა და მიმდებარე ქუჩებზე ისტორიული შენობების ნაწილის რეაბილიტაციისა და გეგმარებითი-არქიტექტურული კონკურსის მოსამზადებელი საკითხების ადგილზე განხილვა. შეფასდა არსებული არქიტექტურული დაკულტურული მემკვიდრეობის შენობების მდგომარეობა დაგანისაზღვრა ძირითადი მიმართულებები შემდგომისამუშაოებისთვის.
"აღნიშნულ უბანში თავმოყრილია მრავალი ისტორიული დაკულტურული ღირებულების შენობა. მათ შორის, მე–19 საუკუნის მეორე ნახევარში აშენებული ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა როლის რეაბილიტაციისა და რესტავრაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული გამაგრება, არქიტექტურული იერსახის აღდგენა, შიდა სივრცეების განახლება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საინჟინრო სრისტემების მოწყობა.
მალე დაიწყება ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.ისტორიული შენობების აღდგენა და განახლებაუმნიშვნელოვანესია ქუთაისის ურბანული იდენტობის, ტურისტული პოტენციალისა და კულტურული ცხოვრებისშენარჩუნებისა და გაძლიერებისთვის", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.