ბათუმის სანაპიროს მიადგა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი, რომლის გამოყვანასაც ცდილობენ
1791141268
თბილისის მერია თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის," - ნათქვამია მერიის სამძიმრის წერილში.
ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს იპოვეს.