გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ხასურში, ტაძარში მომხდარ სზარელ დანაშაულთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა. „კურიერმა“ ჩაწერა ამბის ოქროს მოწმე, რომელმაც ადგილზე პირველი მივიდა და მონაზონს პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
მოწმე ჰყვება, რომ დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში იყო.
„გზაში შემხვდა, გარეთ იყო გამოსული, მიშველეთო. რა გჭირთ დედაო-მეთქი, ვკითხე, სადმე დამსვითო. სალოცავი ღია დავინახე და იქ შევიყვანე, სალოცავში დავსვი. რომ დავინახე, თვალები ჰქონდა დასიებული და დალურჯებული, პოლიციას დავურეკე და მამაოს. დავინახე, რომ ყუთები არ იყო, არც ერთი და არც მეორე, დანარჩენი არაფერი დამინახავს. ერთი თქვა, რომ ვიღაც სახეზე მეცნობაო“ - ამბობს მოწმე.