საბედისწერო წამები გარდაბანში - რა უძღოდა წინ ავარიას, რომელსაც 7 ადამიანი ემსხვერპლა
1778754540
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, სასწავლო რესურსების გაუმჯობესება, სასკოლო ფორმების შემოღება, აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის შესაძლებლობა.
„შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მშობლებს საშუალება მიეცათ, მათთვის მნიშვნელოვან თემებზე მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
შეხვედრაში მონაწილეობა მოიღეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.