ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
სი ძინპინი და დონალდ ტრამპი „კონსტრუქციული, სტრატეგიული და სტაბილური“ ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, ეს უზრუნველყოფს ჩინეთ-აშშ-ს ურთიერთობების სტრატეგიულ მართვას მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შემდგომ პერიოდში და დადებითად იქნება მიღებული ორივე ქვეყნის ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
ჩინეთის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, „კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობა“ ნიშნავს პოზიტიურ სტაბილურობას, სადაც თანამშრომლობა მთავარი საყრდენია, ჯანსაღ სტაბილურობას – კონკურენციასთან სათანადო ფარგლებში, მუდმივ სტაბილურობას – მართვადი განსხვავებებით და ხანგრძლივ სტაბილურობას – მოსალოდნელი მშვიდობით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩინეთ-აშშ-ს შორის სტრატეგიული სტაბილურობის კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება სლოგანი არ არის, ეს ნიშნავს ერთი მიმართულებით ქმედებებს.