გავა დრო, გადაიღებენ ფილმს „მარიუპოლი“, სადაც ქართველებიც იქნებიან მოხსენიებული - ზურაბ გურული

ზურაბ გრული

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ზურაბ გურული უკრაინაში, კერძოდ მარიუპოლში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ქალაქზე ერთხელ ფილმიც შეიძლება გადაიღონ.

„გავა დრო, სპილბერგი გადაიღებს ეპოქალურ ფილმს, სახელწოდებით - "მარიუპოლი", სადაც მოხსენიებული იქნებიან პოლკ "აზოვის" შემქმნელი, სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი ქართველი ოფიცრები; მოხსენიებული იქნება პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილი პირი რუსეთთან მოლაპარაკებისას, დავით არახამია; ასევე სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი, ნიჭიერი და მამაცი კაცი და იამაყებენ ქართველები ამით,- წერს ზურაბ გურული.