„გამოუსწორებელი დანაკარგი... ერთმანეთი უნდა გვენახა“ - რას წერს მაქსიმ გალკინი

ალა და გალკინი

ლეგენდარული მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალებას შოუმენი მაქსიმ გალნიკიც გამოეხმაურა.

„კიდევ ერთი გამოუსწორებელი დანაკარგი. რა დღეებია... ჩვენი ძვირფასი ვახტანგ კიკაბიძე წავიდა უკეთეს სამყაროში. დიდი ნიჭის და ღირსების კაცი. ახლა საქართველოში უნდა გვენახა ერთმანეთი...
ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ მე და ალა მის ოჯახსა და მეგობრებს“ - წერს გალკინი.

დღეს, 84 წლის ასაკში მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე გარდაიცვალა.