გაიცანით 30 წლის ქართული ლეგიონის ვიცე-მეთაური, რომელიც ახლაც უკრაინის დასაცავად იბრძვის

სამხედრო

წალენჯიხის მუნივიპალიტეტ ქალაქ ჯვარის მკვიდრი ლევან ფიფია უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მოადგილეა.

30 წლის ლევანი და მისი თანაგუნდელები, მისი თქმით ამ წუთებშიც, იბრძვიან მეგობარი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ქართული ლეგიონი უკრაინაში 2014 წელს შეიქმნა. ეს არის უკრაინული გასამხედროებული რაზმი, რომელიც შედგება ქართველი მოხალისეებისგან. ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილია. ლევან ფიფიას ოჯახი ამჟამად თბილისში ცხოვრობს.

საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა.

თბილისში, ასევე უკრაინის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის ნიშნად და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად.

ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა,ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.