ირანმა დრონით ისრაელის ქალაქ ბეთ-შეანს შეუტია - მედია
1750499010
GrlzWave (ფემინისტური და ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია) მძღოლებს ზამთრის მოახლოებასთან ერთად ახსენებს, რომ უმწეო ცხოველები, ძირითადად, კნუტები გათბობის მიზნით მანქანის ძრავში ძვრებიან და მანამ სანამ ადგილიდან დაძრავენ, კარგად შეამოწმონ.
„ზამთრისთვის ერთი მნიშვნელოვანი წესი უნდა შეგახსენოთ - როდესაც ტემპერატურა იკლებს და სიცივეები იწყება, პატარა ფისოები მანქანის წინა ნაწილში ძვრებიან, რომ გათბნენ და არ გაიყინონ.
გახსენით მანქანა, დაასიგნალეთ ან უბრალოდ ფეხი მიარტყით, რადგან ფისოს შეიძლება ეძინოს და ვერ გაიგოს ვერც კარის გაღება და ვერც თქვენი მანქანაში ჩაჯდომა.
თუ ამ პატარა დეტალს ყურადღებას მიაქცევთ, უამრავი ფისოს სიცოცხლეს გადაარჩენთ. სამწუხაროდ, ბევრი კატა ეწირება ადამიანების დაუდევრობას.“ - ნათქვამია ფეისბუკ პოსტში.
საქართველოს პრეზიდენტმა 37 პირი შეიწყალა
1750518840