,,გააფრთხილეთ თქვენს ირგვლივ ყველა..." - რას წერს გურამ ბაღდოშვილი

გურამ ბაღდოშვილი

შეფმზარეული გურამ ბაღდოშვილი, რომელსაც ახალ წელს, ხელში პიროტექნიკა აუფეთქდა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და საკუთარი მაგალითის გათვალისწინებით, ყველას მოუწოდებს, საახალწლო ასაფეთქებელი საშუალებები არასოდეს იყიდონ.

"საკუთარი შეცდომის გაზიარებაა და არა ჩემი ხელის ტკივილის, პირველად და უკანასკნელად შევიძინე. ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა.

ეს ის მომენტია, რომელზეც არასდროს მიფიქრია, ახლა კი დავფიქრდი და გვიანი არაა, რომ ვებრძოლოთ ერთად.

არ იყიდო, საახალწლო, ბრჭყვიალა სიკვდილია.

აუკრძალეთ და გააფრთხილეთ თქვენს ირგვლივ ყველას.

გთხოვ გადააზიარე

#საქართველოსმთავრობა

#არაპიროტექნიკას

აკრძალეთ ფოიერვერკები

1. აზიანებს გარემოს

2. ასახიჩრებს

3. კლავს

4. აბრმავებს

6. ამახინჯებს

7. ფრინველები შინაური

8. ფრინველები რომლებიც აქ ზამთრობენ

9. მტკვარში მცხოვრებელი აკვატიკური ფრინველები

10. შინაური და შესაფარისის ძაღლები და კატები

11. ცხოველები შინაური და გარეული

13. აზიანებს და წამლავს ფილტვებს

14. არ ეხმარება ეკონომიკას

და არ დავიღლები ჩამოთვლაში იმდენს ავნებს, კლავს და აზიანებს," - წერს ბაღდოშვილი.