დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ფოტოხაფანგმა ხაშურის სატყეო უბანზე უკანონო ხე-ტყის ჭრა დააფიქსირა - ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ჯამში 129 ძირი მუხის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინა.
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმი, ხოლო მოპოვებული ხუთი კუბური მეტრი საშეშე მერქანი საქმიან ეზოში გადაიტანეს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ტყის უკანონო ჩეხვის პრევენციისთვის მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით — დრონებით, სამხრე კამერებითა და ფოტოხაფანგებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.