„ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ...“ - „ქომაგები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ნათია კვინტრაძე

„ქართული სპორტის ქომაგები“ ტრაგიკულად გარდაცვლილი წევრის, ნათია კვინტრაძის შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა... ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი. სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენ მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა. ძალიან, ძალიან გვიყვარხარ, ჩვენო ლამაზო გოგო“, - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.