ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ij

 5 მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე. სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირზე 5 მედალი, მათ შორის 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს.

18 წლის კონსტანტინე პეტრიაშვილმა ყველა შეხვედრა მოიგო და უფროსებს შორის საერთაშორისო ასპარეზზე დებიუტი ჩემპიონობით აღნიშნა.

ვერცხლის მედალს მერაბ სულეიმანაშვილი დაეუფლა. ბრინჯაოს პრიზიორები ლუკა ღვინჯილია, ევსემ შველიძე და თეიმურაზ ქოჩქიანი გახდნენ.