ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის
1728324179
დერმატოლოგი ნინო ნიშნიანიძე იმ გართულებებზე საუბრობს, რომლებიც, შესაძლოა, ესთეტიკურ-ინექციურ პროცედურებს მოჰყვეს.
„ძალიან რთული გართულებები აქვს ესთეტიკურ-ინექციურ პროცედურებს. ყველაზე სავალალო – სიბრმავეა.... ფილერის გაკეთების დროს შეიძლება ადამიანი დაბრმავდეს. ეს არის ცხვირის კორექციის დროს, სახის ე.წ. საცრემლე ღარის შევსების დროს, წარბებს შორისი ე.წ. მრისხანების ნაოჭის შევსების დროს. შემავსებლები ერთ-ერთ დიდ გართულებას ამას გვაძლევს- სიბრმავეს. ჯერჯერობით ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს მასშტაბით. აქედან ორი მოხვდა ჩემთან და ყველაფერი კარგად დავამთავრეთ, დროული იყო და აღდგა. იმ ორზე ვერ აღდგა, იმიტომ რომ ძალიან გვიან მოგვმართეს.
მეორე გართულებაა ნეკროზები. ანუ, ლპება ფაქტობრივად ქსოვილი, ისევ ფილერს ეხება ეს შემთხვევა, მაგრამ თუ დროულად მიმართავ... ასევე ფილერებს ახასიათებს ძლიერი შეშუპება. თუ არასწორად მოვათავსეთ ფილერი, ლიმფოდრენაჟული სისტემა ირღვევა და ყოველთვის, აი, თითქოს ლოთი კაცივით იღვიძებს პაციენტი, შეშუპებული არის მთლიანი სახე.
...არის პრეპარატის პრობლემაც, იმიტომ რომ ბაზარზე შემოდის ისეთი მედიკამენტები, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საქართველოში და ამას იყენებენ ჩვენი კოლეგები, სამწუხაროდ, და ხვდებიან ძლიერი ალერგიული პრობლემების წინაშე, და შემდგომში იმისი მართვა უჭირთ. ეს არის ანაფილაქსიური შოკიც, ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციები, რომელიც საკმაოდ სერიოზულია",- ამბობს ნიშნიანიძე.