ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო

ელისო კილაძე

ქოლცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ელისო კილაძის საქმე დანარჩენი 9 პირის საქმეს გამოეყო და ცალკე წარმოებად წარიმართა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც მტკიცებულების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ასევე, გადაწყდა რომ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში წარიმართება.

ცნობისთვის, ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს.

ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები.